Digest Logo

„თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 43 წელი შესრულდა

1715576678
თბილისის დინამო

43 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამომ“ დიუსელდორფში გამართულ თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა.

„დინამოს” შემადგენლობაში ბურთი ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ნოდარ ახალკაცი, რომლის ხელმძღვანელობითაც ფინალამდე გუნდმა საბერძნეთის „კასტორია”, ირლანდიის „უოტერფორდი”, ინგლისის „ვესტ ჰემი“ და ნიდერლანდების „ფეიენოორდი” დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე გუნდების კარში 16 ბურთი გაიტანეს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირები კი, 4-4 გოლით რამაზ შენგელია და ვლადიმერ გუცაევი გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულარული პროდუქტი

„ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი“ - მამა შალვა კეკელია

გარდაცვლილი შვილი, რეპრესირებული მამა და 82 წლის ასაკში აღებული დიპლომი - ყველაფერი იმედა კახიანის შესახებ

წყარო: imedinews.ge