Digest Logo

🎥 როგორ შეძლოს დაკავებულმა მამამ კარგი მამობა - „ამ სამყაროში გაზრდილი ბავშვი სხვას რას მიიღებს, თუ არა სიყვარულს?“

1771923395
შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ერთ-ერთი დაფასებული ადამიანია ბავშვთა განათლებისა და აღზრდის სფეროში, რომლის ლექციებს უამრავი პედაგოგი და მშობელი მუდამ ინტერესით ელის.

იგი „სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მამის როლზე ისაუბრა და ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მამასთან ერთად გატარებული დრო:

„რაც არ უნდა დაღლილი ვყოფილიყავი მუდამ მივდიოდი სახლში, რადგან პაატა მელოდებოდა. მასთან ვგორაობდი ხალიჩაზე, ღამით პარკში მივდიოდით, დავდიოდით სიბნელეში ღამე. რატომ? საქმე არაფერი მქონდა? მასთან ერთად ვკითხულობდი. შევძვრებოდი საწოლის ქვეშ წინასწარ, ისე რომ მას არ დავენახე, ხელზე თოჯინას წამოვიცმევდი და მან იცოდა, რომ უნდა მისულიყო მისი ბურატინო და ზღაპარი ეამბო მისთვის. არ მქონდა საჭიროება მეთქვა, ძილის დროა. 

აკეთებენ ამას მშობლები?

ბავშვის გაზრდა გინდა? ყველაფერი უნდა მიიღო. ბავშვს უნდა შეუქმნა სხვა სამყარო, რომელშიც დიდიც, ჭკვიანიც, მოსიყვარულეც გახდება. ეს სამყარო უნდა შექმნა შენით, ცოლით, ბებია-პაპათი და ზღაპრებით. ამ სამყაროში გაზრდილი ბავშვი სხვა რას მიიღებს, თუ არა სიყვარულს?. 

აი, ასე ვაკეთებდი მე. დაღლილი, დაქანცული მეც ვიყავი. ახლა 4 საათი მძინავს, მყოფნის. 6 საათი ძილი საკმარისია, მეტი არ უნდა კაცს. დანარჩენი ოჯახი და საქმე“, - ამბობს შალვა ამონაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვიდრე შვილს გააჩენ, მაღლა უნდა შეხედო უფალს და 3 პირობა დაუთქვა...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაცია მშობლებს

მარკუს მეტრეველი მეუღლეს დაშორდა: „ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ...“

„მარტო ნუ ეცდებით კედლის აშენებას, დაიხმარეთ სპეციალისტები“ - 24 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი