რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში მოხალისედ წასული ქართველი ახალგაზრდის, დანიელ ბულკაშვილის გარდაცვალების თაობაზე, თუმცა ამჟამად ეს ფაქტი არ დასტურდება.
დანიელ ბულკაშვილის ძმა ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ძმა ცოცხალია, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხის ირგვლივ სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
„დიახ, თავიდან ჩვენც ასე გავიგეთ, რომ დაიღუპა თუმცა ჩემი ძმა ცოცხალია. როგორც ვიცი, ქვის ლოდი მოხვდა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს. არ ვიცი, სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით. რაც მთავარია, ჩემი ძმა ცოცხალია”, - აცხადებს დანიელ ბულკაშვილი.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, თურქეთში არსებულ საქართველოს საელჩოში ოფიციალური უწყებებიდან საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„შესაძლოა, უფასო სამედიცინო დახმარების პროგრამები ხელმისაწვდომი გახდეს - მიგრაცია კი გამკაცრდეს“ - რას მოიტანს სატურნის თევზებში გადასვლა
წყარო: www.ambebi.ge