Digest Logo

„შესაძლოა, უფასო სამედიცინო დახმარების პროგრამები ხელმისაწვდომი გახდეს - მიგრაცია კი გამკაცრდეს“ - რას მოიტანს სატურნის თევზებში გადასვლა

1677047963
დეპრესია - ქალი სიბნელეში

2023 წლის მარტიდან მთელ მსოფლიოში გლობალური ცვლილებები იწყება, რასაც ასტროლოგები დიდ მუტაციას უწოდებენ. მათი თქმით, ძირეული ცვლილებები პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს მიმართულებითაა მოსალოდნელი.

🔵„რუსეთ-უკრაინის ომში ეს პერიოდი მოსალოდნელია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოდგეს“ - რამაზ გიგაური 

მთავარი მიზეზი კი 7 მარტს პლანეტა სატურნის თევზების ნიშანში გადასვლით აიხსნება. ეს უიშვიათესი მოვლენაა, რომელიც 29 წლის შემდეგ ახლა პირველად ხდება.

ასტროლოგიაში თევზები ყველაზე იდუმალ, მისტიკურ ნიშნად ითვლება. სატურნი კი ამ ნიშანში 2025 წლის 30 იანვრამდე იქნება, რაც თევზების აქცენტს მთელ მსოფლიოში გაზრდის. ამ პერიოდიდან ადამიანების მიდგომა ბევრი საკითხის მიმართ აბსოლუტურად შეიცვლება. განსაკუთრებული ადგილი იოგას, მედიტაციას, მენტალურ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს დაეთმობა. ასტროლოგების თქმით, აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, თითოეულმა ადამიანმა ძალიან ბევრი იმედგაცრუება ნახოს, თუმცა რთული დღეები პიროვნულად გაზრდაში დაეხმარება.

ახლა მოგვიწევს, საკუთარ წარსულს კიდევ ერთხელ გადავხედოთ და ვარდისფერი სათვალე მოვიხსნათ. ილუზიების მსხვრევის დროა. სატურნის თევზებში გადასვლა პირისპირ შეგვახვედრებს ჩვენს შიშებსა და შეცდომებს, რომლებსაც დიდი ხანია, გავურბივართ და ვმალავთ. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ეს პერიოდი ფენომენალურ სიბრძნესა და გამოცდილებას მოგვანიჭებს. გვასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ რთულ პერიოდებში, როგორ გავუმკლავდეთ კრიზისებს, როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და რაზე გავაკეთოთ ძირითადი აქცენტი.

აღსანიშნავია, რომ სატურნისა და თევზების გაერთიანება 1964-1967 წლებსა და 1993-1996 წლებში იყო. როგორც ცნობილია, ეს გლობალური ცვლილებების პერიოდია. ამიტომაც, ახლაც შესაძლოა, მთელი რიგი ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდეთ.

კერძოდ:

✔️შესაძლოა, უფასო სამედიცინო დახმარების პროგრამები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

✔️გამკაცრდეს მიგრაცია.

✔️ჩამოყალიბდეს ახალი კანონები და პროცედურები ნავთობის, გაზისა და საზღვაო რესურსების გამოყენების შესახებ.

✔️გაჩნდეს ფსიქოლოგიური და რელიგიური თემები.

✔️გაიზარდოს საქველმოქმედო ფონდები, რომლებიც ლტოლვილებს დაეხმარებიან.

✔️გაიზარდოს ხელოვნებისადმი ინტერესი და გაჩნდეს სრულიად ახალი პროფესიები.

✔️მსოფლიოში შესაძლოა, განკურნების ფანტასტიკური საშუალებები აღმოაჩინონ, რაც ადამიანების ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ის, ვინც სინამდვილეში ფოტო გადაიღო, იჯდა გაცქნაფული და არ გამომექომაგა, და ის იყო მონაზონი - და მე მწირავდა უსამართლობისთვის“ - დედა სიდონია

🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

🔵რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ წარმატება მოვიზიდოთ?

წყარო: www.beaumonde.ge