Digest Logo

„დადის კლინიკებში, სკოლებში, სალონებში, მაღაზიებში და ითხოვს ფულს იაშვილის საავადმყოფოში მყოფი ბავშვების დასახმარებლად“ - რას წერს იამზე დოლაბერიძე

1677136701
იამზე დოლაბერიძე

მოცეკვავე იამზე დოლაბერიძე სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავზე წერს. მისი თქმით, უცნობი ქალი მისი შვილის სახელით დადის კლინიკებში, სკოლებში, სალონებში, მაღაზიებში და ითხოვს ფულს დასახმარებლად. 

„ეს ამბავი მინდა იცოდეთ, სამი წელია ვიღაც ქალბატონი, „იამზე დოლაბერიძის შვილის“ სახელით, დადის კლინიკებში, სკოლებში, სალონებში, მაღაზიებში და ითხოვს ფულს იაშვილის საავადმყოფოში მყოფი ბავშვების დასახმარებლად. დაიწყო დიღომში, მერე საბურთალოზე ახლა დადის ვაკე ვერის ტერიტორიაზე.

ვინც არ იცნობს ქალბატონ იამზეს და მის შვილებს ალბათ ეხმარებიან კიდეც, მაგრამ როცა მათი ნაცნობი ხვდება, ის ხდება აგრესიული და გარბის. იყო შემთხვევა იამზეს ოჯახის წევრთან მივიდა სტუდიაში და უმტკიცებდა, რომ იამზეს შვილია, ზოგს არ არსებულ „სტუდიაში“ იწვევს საცეკვაოდ.

გვაქვს ვიდეო ჩანაწერი ერთ-ერთი კლინიკიდან, სადაც ჩანს ეს ქალბატონი როგორ სთხოვს ფულს ადმინისტრატორს.

ამას იმ ხალხისთვის ვაქვეყნებთ, ვინც არ იცნობთ ქალბატონი იამზეს ოჯახს, თუ მოვა თქვენთან იცოდეთ, რომ იტყუება“, - წერს იამზე დოლაბერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შესაძლოა, უფასო სამედიცინო დახმარების პროგრამები ხელმისაწვდომი გახდეს - მიგრაცია კი გამკაცრდეს“ - რას მოიტანს სატურნის თევზებში გადასვლა

🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

🔵რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ წარმატება მოვიზიდოთ?