Digest Logo

„თავიდან პატარა რეაქცია მისცა, მაგრამ მალევე გაუფერმკრთალდა, უკვე გამოგვიშვეს“ - პეტრეს აქონდროპლაზიის წამლის პირველი დოზა გაუკეთდა

1711372462
მაკუნა გოჩიაშვილი

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე, პატარა პეტრეს დედა, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ პეტრემ წამლის პირველი დოზა გაიკეთა.

„თავიდან პატარა რეაქცია მისცა – ნანემსარის გარშემო სიწითლე, ოდნავ დაფოთლა.

ცოტა დიდხანს გაგვაჩერეს, აკვირდებოდნენ, მაგრამ მალევე გაუფერმკრთალდა და აულაგდა.

უკვე გამოგვიშვეს“, – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

მანამდე მაკუნა გოჩიაშვილმა კიდევ ერთი პოსტი დაწერა:

„დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის გაზრდას და გაძვალებას დაეხმარება.

დღეს წამლის გაკეთებამდე, გავზომავთ საფუძვლიანად (მჯდომარე სიმაღლესაც) და შედეგებს დავაკვირდებით.
ბავშვებს, რომლებმაც ნოემბერში დაიწყეს წამლის მიღება, 3 თვეში 2 სანტიმეტრიანი ზრდა ჰქონდათ, რაც პეტრეს ბოლო წელიწადში არ ჰქონია.

ასე რომ მოლოდინები გვაქვს გრანდიოზული. პეტრესთან ერთად მკურნალობას დღეიდან აქონდროპლაზიის მქონე ოთხი ბავშვი შეუერთდება“- დაწერა გოჩიაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმდენად ძლიერი ტკივილი იყო, რომ მე გიას სახელსაც კი არ ვახსენებდი”- მარინა კახიანი მეუღლეზე გია მატარაძეზე

🎥 როგორ მოვირგოთ სადა სამოსი განსხვავებულად - ჯანეტ ქერდიყოშვილის გამორჩეული სტილი

⭕ „რატომ მეფე? ამას სიმბოლური დატვირთვა მივეცი“ - ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს