Digest Logo

🎥 „თავიდან სცადა დაეშალა ჩემთვის...ეგონა თავს დავანებებდი და მოხდა პირიქით...“ - რას ჰყვება გია ბაღაშვილი მუსიკალურ კარიერაზე?

1747331166
გია ბაღაშვილი

ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი სტუმრად გადაცემაში „ჯაპანას პაპანაქება“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე, ცხოვრებასა და ბავშვობაზე ისაუბრა:

„როცა გიტარაზე დაკვრას ვიწყებდი, მაშინ მამაჩემს უთხრეს ადრიანად არ დააწყებინო ხელის გაფუჭება იცისო. შესაბამისად თავიდან სცადა დაეშალა ჩემთვის. მაგრამ მთლად კატეგორიული დაშლა არ უნდოდა და მითხრა - რახან გაინტერესებს მოდი ეს სავარჯიშო აკეთეო. ძალიან მოსაწყენი და არაკეთილხმოვანი სავარჯიშო იყო. ეგონა თავს დავანებებდი და მოხდა პირიქით. აღარ ვანებებდი თავს და სულ ვუკრავდი. თვითონაც შეწუხდა და მოდი მაშინ გასწავლიო.

7 წლის ასაკში მეხუთე-მეოთხე კლასის მასალას თავისუფლად ვუკრავდი. ადრე დავიწყე საკმაოდ გიტარაზე დაკვრა. ძალიან მიყვარდა.

5 წლის ასაკიდან მეცვა კიმონო. მამაჩემი ძალიან კარგი სპორტსმენი იყო. მოკრივე იყო საქართველოს ჩემპიონი. ძალიან კარგი ძალოსანი იყო შტანგისტი იყო. ასევე იყო სამჭიმში ძალიან კარგი. აზიდვას აკეთებდა 67-68 კილო იყო და ას კილოგრამს წევდა. ასევე ცურავდა კარგად და ნაძლევიც აქვს მოგებული. ზურა ლეჟავას მინდა მადლობა მოვუხადო, რადგან მან დიდი გავლენა მოახდინა ჩემ სპორტულ კარიერაზე. ასევე იგი შესანიშნავად უკრავდა გიტარაზე“, - ჰყვება გია ბაღაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კეთილი იყოს შენი მობრძანება...“ - ანრი ჯოხაძე დის შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

🎥 „მიზანმიმართულად შეიძლება შეიცვალოს კლიმატი“ - რა იწვევს გლობალურ დათბობას? მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

🎥 „ძალით არ ვიტყლარწები, ასეთი გატყლარწული ვარ შინაგანად“ - ნუკი კოშკელიშვილი