20:00 საათზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლატვიის წინააღმდეგ ითამაშებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე დიდი ეკრანებია დამონტაჟებული და ყველას ექნება შესაძლებლობა, უგულშემატკივროს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს.
„ყველას, გულშემატკივრებს, ჩვენს მოქალაქეებს ველოდებით 20:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „17 წლიდან ოცნება ჰქონდა, რომ მოხვედრილიყო ნაკრებში“ - გიორგი გველესიანის დედა