
ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი და მედიცინის დოქტორი ზაზა თელია პოსტს აქვეყნებს, სადაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მედიკამენტზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
„ძვირფასო პაციენტებო
დღეს დაახლოებით 20 პაციენტის შეტყობინება შემომივიდა რომლებიც მეკითხებოდნენ Isotretinoin-ით მკურნალობასა და ორსულობის შესახებ, იმის მიუხედავად რომ ყველა პაციენტს როგორც ვერბალურად ასევე დოკუმენტურად დანიშნულებაზე მითითებით ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვაძლევ.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა tiktok-ზე გავრცელებულა ერთი ადამიანის ვიდეო რომელიც საუბრობს ამ წამალზე, და ვიდეოში ან მიზანმიმართულად ან არაკომპეტენტურობის გამო ავრცელებს ტყუილს. ამბობს რომ თურმე იზოტრეტინოინით მკურნალობის დასრულების შემდეგ ორსულობა 2 წელი არ შეიძლება. რა თქმა უნდა ეს არასწორი ინფორმაციაა, მინდა მშვიდად იყოთ.
Isotretinoin-ით მკურნალობის დასრულებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი უსაფრთხო ორსულობა. აშშ-ში ipledge პროგრამა რომელიც მოიცავს ამ წამლის მიღების პერიოდში ორსულობის ტესტების კეთებას, მისი პრევენციის მიზნით, სწორედ გულისხმობს ტესტების კეთებას მკურნალობის პერიოდში, ხოლო ორსულობის ტესტირება მთავრდება წამლის შეწყვეტიდან 1 თვეში.
რაც შეეხება ამ პიროვნებას, რბილად რომ ვთქვათ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, როდესაც საკითხში ვერ ერკვევი, მავნებლობას ნიშნავს.
P.S ეგ სხვა წამალია რომელზედაც მართლა არ შეიძლება ორსულობა მისი მიღების დასრულებიდან 2-3 წლის განმავლობაში და მაგ წამალს Acitretin-ი ჰქვია
ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს ზაზა თელია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მთელი ჩვენი საგვარეულოს და ოჯახის დიდი სიმდიდრეა...“- გაიცანით ლაშა დვალიშვილის 97 წლის ბაბუა