Digest Logo

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას

1789712015
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, თბილისის შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას.

„თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, შვიდ საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საგამოძიებო სამსახურმა 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕18 სექტემბერი ფულადი ცხრიანისა და ფინანსური ჯეკპოტის დღეა - რა უნდა გააკეთოთ დღეს სიუხვის მოსაზიდად, რას გვირჩევს თაკო მელიქიშვილი

⭕„მაშველი რგოლი მოულოდნელად გამოჩნდება, თუმცა დღეს თავად უნდა ავირჩიოთ სინათლე“ - 18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით