
თბილისში, ვარკეთილში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, იაკობ ქსოვრელი 20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა და აღარ გამოჩენილა.
„ვეძებთ ჩემს უახლოეს ადამიანს. 20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა, გათიშული აქვს ნომერი, ვერავინ ვუკავშირდებით, ვერც ოჯახის წევრები.
არ მისულა არც მშობლის სახლში და არც დის. არ გამოცხადებულა გამოცდაზე.
ბოლოს იყო ვარკეთილის ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით, აცვია პიჯაკი. იაკობი ჰქვია“, - წერს კაცის ერთ-ერთი ახლობელი.
„დაიკარგა ჩვენი მეგობარი, 20 საათზე მეტია არ გამოჩენილა. ვეძებთ და სადმე თუ ნახავთ გთხოვთ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 568771848“, - წერს ნუცა სიდამონიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის მარტი განსაკუთრებით წარმატებული იქნება
🎥 რა გველოდება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში? - ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან