Digest Logo

თბილისში წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

1795033863
წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  19 ნოემბრისთვის თბილისში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, კრწანისის რაიონში, გ.ხანძთელის ქ. N20-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, 22:00 საათიდან 19 ნოემბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კრწანისის რაიონი, გრ.ხანძთელის ქ. N 1-13 (კენტებს), N 2-20 (ლუწებს), ვახტანგ ბერიძის, ივერიის N 9,14,16, ანტ. კათალიკოსის N13 და კოტე აფხაზის (ლესელიძის) N 27 ქუჩებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ ფესვების ენებს უარვყებთ, გადარჩენის საშუალებას ვერ ვიპოვით“ - ელდინო საღარაძე ქართული ენისა და მისი დიალექტების მნიშვნელობაზე

🎥 „ქართულ ენას შესწევს გაუმკლავდეს ყველანაირ სირთულეს“ - გიორგი ქირია ენაში შემოსულ ახალ ტერმინებზე

🎥 „მშობლებს ბანკში იმიტომ დავყვები, რომ უცხოური სიტყვები ვუთარგმნო“ - ლაშა ჯოხაძე ჟარგონებზე

✕