Digest Logo

🎥 „თუ ფესვების ენებს უარვყებთ, გადარჩენის საშუალებას ვერ ვიპოვით“ - ელდინო საღარაძე ქართული ენისა და მისი დიალექტების მნიშვნელობაზე

1795033515
ელდინო საღარაძე

გადაცემა „პრაიმ შოუში“ მსახიობმა და ფილოლოგმა ელდინო საღარაძემ ქართული ენის გლობალურ მნიშვნელობასა და კრიზისული პერიოდის გადალახვის გზებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული ენა მხოლოდ სალიტერატურო ფორმით არ უნდა განვიხილოთ და აუცილებელია პროტოქართული და ფესვების ენების - მეგრულის, ლაზურისა და სვანურის - შენარჩუნება და დაფასება, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენს კაცობრიობის სულიერი და ფსიქოლოგიური გადარჩენის მთავარ საყრდენს.

„ქართული ენა მინდა განვიხილო იმ ჭრილში, რა ჭრილშიდაც დღეს კაცობრიობა აღმოჩნდა. ატომური ომის საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვინ შეიყვანა ამ კრიზისში? - ადამიანმა. ვინ გამოიყვანს? ისევ ადამიანი. მე ქართულ ენას განვიხილავ, როგორც ამ კრიზისიდან გამოსვლის და გადარჩენის საშუალებას.

როცა ჩვენ ვამახინჯებთ და ვშორდებით ჩვენ ნამდვილ ქართულ ენას, ჩვენ ვშორდებით გადარჩენის საშუალებას. თუ ჩვენ ქართული ენა განვიხილეთ როგორც სამწერლო-სალიტერატურო ენა, იქნება მხოლოდ დამცრობა ჩვენი ენის. იქვე თუ არ ვახსენეთ პროტოქართული ენები, მეგრული, ლაზური სვანური - ჩვენ იმ გადარჩენის საშუალებას ვერ მივაგნებთ ვერასდროს.

როგორ გვეხმარებიან ეს ენები რომ ვიპოვოთ რით გადავრჩეთ - ქართული ენა რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა განვიხილოთ შტოების ენად, ეს მეგრული, ლაზური, სვანური არიან ფესვების ენა. არ უნდა უარვყოთ ეს ფესვების ენა, რადგან გადარჩენის საშუალებას ვერ ვიპოვით“, - აღნიშნა ელდინო საღარაძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქართულ ენას შესწევს გაუმკლავდეს ყველანაირ სირთულეს“ - გიორგი ქირია ენაში შემოსულ ახალ ტერმინებზე

🎥 „მშობლებს ბანკში იმიტომ დავყვები, რომ უცხოური სიტყვები ვუთარგმნო“ - ლაშა ჯოხაძე ჟარგონებზე

🎥 „თამილამ ჩემს ცხოვრებაში სიწყნარე და სტაბილურობა შემოიტანა“ - გიორგი წერეთელი მეუღლესთან ურთიერთობასა და ჰიტად ქცეულ სიმღერაზე

✕