
ჟურნალისტი თეა ადეიშვილი ქუთაისელების მიერ გუშინ რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა და საქართველოს ექსპრეზიდენტს ქუთაისელების სახელით ბოდიში მოუხადა.
„მე დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში და არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღევანდელი ორი ქუთაისის ფენომენს. მიშა, ძალიან დიდი ბოდიში, რაც დღეს მოისმინეთ ციხის კედლებიდან, მაგრამ თქვენ ალბათ, იცით, რომ ეს არ არის ნამდვილი ქუთაისი და თქვენ იცით, რომ იმ ადამიანებს, ვინც ციხის კედელს მიღმა იდგა, ჰქონდათ ნამდვილი მიზეზი, მოვარდნილიყვნენ თქვენთან, დაეორგანიზებინა ეს ხელისუფლებას და ეძახათ ის, რაც გეძახეს, რადგან თქვენ ასეთი ჩაშვებული, ლომკაში ჩავარდნილი, დაუბანელი ქუთაისელები გააქრეთ ამ ქალაქიდან, ქუთაისიდან და ამ ქვეყნიდან“- ამბობს თეა ადეიშვილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: