Digest Logo

თეა წულუკიანი აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიაზე - შემზარავია ის ისტორია, რაც დღეს მოვისმინეთ და ეს მთლიანად არის გიორგი ბარამიძის, მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა

1744374000
 აფრასიძეების ოჯახის ტრაგედია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომის დასასრულს აღნიშნა, რომ „ეს მთლიანად არის გიორგი ბარამიძის მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

„შემზარავია ის ისტორია, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ და ეს მთლიანად არის გიორგი ბარამიძის მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დანარჩენი კი დასადგენია. ასე ვამბობთ იმიტომ, რომ ასე მოითხოვს კანონი, რომ ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის განცხადებაც ბატონმა სოზარმა წაიკითხა, სადაც ის ამბობს, რომ ის იყო დამკვეთი პირადად ამ უბედურების“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როგორ გარბის წლები, დიდი გოგოა უკვე“ - ნინი ბადურაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ჩემი უფროსი ძაღლი, როცა უბანში როცა ჩამოდის ავტორიტეტი აქვს სხვა ძაღლები ეთაყვანებიან“ - ნიკოლოზ ხარატი

🎥 „არ ისაუბროთ თქვენ სამომავლო გეგმებზე, თუნდაც მეგობრებთან“- 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან