Digest Logo

„როგორ გარბის წლები, დიდი გოგოა უკვე“ - ნინი ბადურაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

1744367792
ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო.

ნინი გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანიც იყო, თუმცა რამდენიმე თვის წინ იგი გადაცემიდან წავიდა.

როგორც ნინი ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, ახლა დროს მთლიანად მის მუსიკალურ კარიერას დაუთმობს.

„პრაიმშოუში“, ამ წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ გადამხდა ტელეკომპანია „იმედში“ ჩემ მეგობრებთან ერთად.

ახლა კი მინდა ჩემს ძირითად პროფესიას დავუთმო დრო, რასაც აქამდე ვაკეთებდი... კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური სარჩული“, - ამბობდა ნინი ბადურაშვილი.

ნინის ერთი შვილი ელენე კუტალაძე ჰყავს, რომლის კადრებსაც მომღერალი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. 

ამჯერად დედა-შვილი ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და როგორც გამომწერები აღნიშნავენ ელენე უკვე დიდი გოგოა და ძალიან ჰგავს დედას. 

„რა დიდი გოგო გახდა“, 

„ულამაზესი დედა-შვილი“, 

„დედაა, როგორ გარბის წლები, დიდი გოგოა უკვე“, 

„როგორი გაზრდილია ვერ ვიცანი“, - წერენ კომენტარებში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა კარგები ხართ“ - ბუდუ ზივზივაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ჩემი უფროსი ძაღლი, როცა უბანში როცა ჩამოდის ავტორიტეტი აქვს სხვა ძაღლები ეთაყვანებიან“ - ნიკოლოზ ხარატი

🎥 „არ ისაუბროთ თქვენ სამომავლო გეგმებზე, თუნდაც მეგობრებთან“- 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან