Digest Logo

ტედი რინერმა გურამ თუშიშვილთან დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა

1722626157
ტედი რინერმა გურამ თუშიშვილთან დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა

ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, კომენტარი გააკეთა მეოთხედფინალურ შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ქართველმა სპორტსმენმა გურამ თუშიშვილმა და მან, ტატამზე ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს.

როგორც ტედი რინერმა Lagazzeta.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დროისთვის, გურამსა და მას შორის დაძაბულობა არ არის.

„საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“, - ამბობს ის.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა ქართველის აქტიურობით დაიწყო, თუმცა, რინერმა ვაზარის შესრულება შეძლო, რის შემდეგაც, მოგების აღნიშნვნა თუშიშვილისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით გადაწყვიტა. სწორედ ამას მოჰყვა ქართველის რეაქცია.

საბოლოო ჯამში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლიდან გამოთიშეს, შემდეგ კი, დამატებით ზომებს მიმართეს და ის გუნდური შეჯიბრებიდანაც მოხსნეს.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კარგია დროა საკუთარ გარეგნობაში ახალი შტრიხების შესატანად, ასევე მოიმატოს დაპირისპირების ალბათობა - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„ძალიან კარგად მოიქცა თუშიშვილი წიხლი რომ უთავაზა...მოიგო და კიდე იქით მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს სპორტსმენს“ - დათო ლიკლიკაძე

⭕ ვინ არის და რას საქმიანობს ლაშა ბექაურის შეყვარებული - ოლიმპიური ჩემპიონის პირადი