Digest Logo

„ტირილს არა და, რა გაუძლებს სიცოცხლის ქილიკს, რომლის იქითაც სიყვარული ვერ დავინახე“ - რა ლექსი დაწერა ხათუნა ხოფერიამ

1707129698
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ თავის დაწერილ ლექსს გვიზიარებს.

„რა ვიცი, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც გავლექსე. 

ყავლაგასული თონესავით გაცივდა სახლი.
მშრალი ფიჩხივით ინაცრება თუ რამეს ვნატრობ…
არა, რას ამბობ, არც იფიქრო, მართლა არ ვტირი…
უბრალოდ, ისე, ქალი ვარ სისუსტეს ვნანობ.

რა უცნაური ფერი აკრავს კედლებს ტკივილის.
მინდა მივიდე და ფრჩხილებით დავკაწრო სახე.
ტირილს არა და, რა გაუძლებს სიცოცხლის ქილიკს,
რომლის იქითაც სიყვარული ვერ დავინახე.

საკმეველს ვანთებ, როგორც იმედს სიკვდილმისჯილის.
არ შემეშინდა, თხელ ყინულზე ვიცეკვე “ ჯუთა”!
ნუ ბოდიალობ, არ ყოფილა ის ხმა ტირილის!
სიცოცხლე მსურდა!..

მე სიკვდილთან ვიცეკვე „ჯუთა“!,- წერს ხათუნა ხოფერია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

„ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილი გვაქვს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბაგებს ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს“ - კალაძე

„ამ ნიშანს პლანეტების აღლუმი აქვს. ყველაზე წარმატებული, ენერგიული, აქტიური და მიმზიდველი ხართ“ - როგორი კვირა ექნებათ ზოდიაქოს ნიშნებს

⭕ ია ფარულავა 57 წლის გახდა - „უბერებელი, ქართული სილამაზე“