
ადამიანის სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, ეს უბრალო ფრაზა არ არის. ადამიანის ფიქრი და სიტყვა – დიდ გავლენას ახდენს მის სხეულზეც. სამედიცინო სპეციალისტებიც კი გაოცებულნი არიან თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ტვინი მისი სალაპარაკო ცენტრის ბრძანებებზე.
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „სხვა რაკურსი“ მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ასანიშვილმა ისაუბრა:
„ძველ ქართულიდან მოყოლებული სიტყვა „სი“ ნიშნავდა სხივს, ეს იყო უმაღლესი ნათელი ენერგიის ნაწილი. წარმოიდგინეთ, დატყვევებული ეს უმაღლესი ნათელი სხივი იყო „სიტყვე“. სიტყვა ქართული სწორედ მანდედან არის წარმომდგარი.
თითოეულ ქართულ სიტყვაში უფლის ნათელია დატყვევებული. ყველა სიტყვაში დევს უფლის ნათელი“, - ამბობს თამარ ასანიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: