Digest Logo

🎥 „ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო, მაგრამ სიტყვებს ვერ ვალაგებ...“ - თამუნა მდივანი ვიდეომიმართვას ავრცელებს

1746717034
თამუნა მდივანი

დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს, 29 აპრილს ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა.

გარდაცვალების მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერდა და ამბობდა, რომ გიორგიმ ნასვამმა დაიძინა, ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა. 

გიორგი მდივანის დედა, თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მადლობას უხდის:

„ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო, მაგრამ სიტყვებს ვერ ვალაგებ, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩავწერო, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მედექით გვერდში ჩემთვის ურთულეს დღეებში. ვგრძნობდი თქვენს თანადგომას. 

პირველ რიგში, უფლის მადლიერი ვარ, რომ მაძლებინებს. ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მასთან არის და ყველაზე საუკეთესო დედა, ღვთისმშობელი. 

თქვენი თანადგომა, თითოეული ჩემი წუხილის გაზიარება თქვენს მიერ, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ ლოცვისთვის, რომელიც ჩემი შვილისთვის წარმოთქვით. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი ბევრი ადამიანის წინაშე“, - ამბობს თამუნა მდივანი.

 

@tamunamdivani7

მაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️

♬ original sound - თამუნა მდივანი

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მიხეილ ცაგარელი ასახელებს ფინანსურ პერსპექტივებს ზოდიაქოს ნიშნებისთვის - „კარგია სახელმწიფო სტრუქტურებში თქვენი მუშაობა, საიდანაც წამოვა ბონუსები, პრემიები“

🎥 „არ მინდა ჩემმა შვილმა აღმიქვას როგორც მისი დაქალი, ძალიან მკაცრი დედა ვარ, სახელს ვერ დამიძახებს!“ - ხატია სიჭინავა

„ჯანქ ფუდი“ აზიანებს მეხსიერებას – კიდევ ერთი დასტური, რომ ის ნელი სიკვდილია!“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე წერს