Digest Logo

„თითქმის ათი წლის ნაშრომი წყალმა წაიღო“ - გურამ ბაღდოშვილი

1666162761
გურამ ბაღდოშვილი

რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელმა, გურამ ბაღდოშვილმა „საქმიან დილაში“ საუბრისას განაცხადა, რომ პანდემიის შედეგად დაწყებულმა ონლაინ მუშაობის ტენდენციამ სარესტორნე სფეროში კადრების ნაკლებობა გამოიწვია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სექტორი პანდემიამდე გამოცოცხლებული იყო და სწორ გზაზე იდგა, პანდემიიდან გამომდინარე, თითქმის ათი წლის ნაშრომი წყალმა წაიღო. ონლაინ მუშაობამ და იმ სამუშაო სექტორმა, რომელიც ასე ვთქვათ მარტივი ჩანს ადამიანებისთვის და უფრო დიდი შემოსავლის მოტანის იმედს აძლევთ, გამოიწვია ის, რომ ბევრმა პროფესიონალმა დატოვა ჩვენი სექტორი და გადავიდა უფრო მარტივ და სწრაფ ანაზღაურებაზე“, - აცხადებს გურამ ბაღდოშვილი.

გარდა ამისა, მისივე თქმით, მაგალითად, მიმტანები თავიანთ საქმიანობას პროფესიად არ ირჩევენ, რაც ამ სექტორს ძირს უთხრის.

„პროფესიონალი კადრების სექტორი არასტაბილურია, იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვთ გააზრებული, რომ რასაც ეჭიდებიან, ის პროფესიად აირჩიონ, მაგალითად მიმტანი თავის საქმეს პროფესიად არ ირჩევს, ამას ირჩევს რამდენიმე დღით, თვით ან წლით და შემდეგ სხვა რამის გაკეთებას გეგმავს. არაპროფესიონალურად უყურებენ იმ საქმეს, რასაც აკეთებენ და ეს ძირს უთხრის ამ სექტორს“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სტალინი იყო ღმერთზე ნაკლები და ყველა ადამიანზე მეტი - სტალინმა თავის დროზე უფლის შეწევნით, გადაარჩინა კაცობრიობა“ - კონსტანტინე მორგოშია

🔵„ტაროს კარტები, რაც ახლა ტრიალებს მეინსტრიმში და მათი გაშლა 1000% -ით ეშმაკისეულია“ - ნათია ქოლუსი

🔵„დიდი და კარგი ამბავი გვაქვს, საფარი/Sapari იწყებს კაცებთან მუშაობას“ - ბაია პატარაია

წყარო: bm.ge