
უმძიმესი დღეები, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საბა კვერკველიამ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაიარა - აღნიშნულ ამბავზე მან Geo Team - თან ისაუბრა.
„ერთ დღეს გავიღვიძე და ამტკივდა წელი. ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა ცხოვრებაში არ მქონია. სიარულითაც ვერ დავდიოდი. 12-13 დღის განმავლობაში ჯამში 10 საათი მეძინა მაქსიმუმ. რაღაც ნემსი გავიკეტე და იმან ცუდი რეაქცია მომცა. ნახეს შეამოწმეს გადამიღეს და ნახეს რომ სერიოზული ანთება მქონდა.
10 დღის განმავლობაში 38 მქონდა სიცხე, ისეთი ტკივილებით, იმას ვფიქრობდი, საერთოდ ფეხბურთს ვითამაშებ მეთქი?
ვილი სანიოლის უდიდესი დამსახურებაა, მე რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. არასდროს დავივიწყებ მის ამაგს ჩემს მიმართ“, - ჰყვება საბა კვერკველია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: