
მერაბ დვალიშვილის ტიტულის დაცვას UFC-ის კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გამოეხმაურა.
„მერაბ, ჩემო ძმაო, რა გასაოცარი მებრძოლი ხარ. გვეამაყები. აი, ეს ხდება მაშინ, როდესაც დაღესტნურს ქართული ჭიდაობა უპირისპირდება“, - წერს თოფურია.
ცნობისთვის, 19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
Merab, my brother, what a fighter you are! You make us feel so proud. This is what happens when Dagestani wrestling meets Georgian wrestling 👏🏻🇬🇪
— Ilia Topuria (@Topuriailia) January 19, 2025
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მართლმადიდებელი სამყარო 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს
⭕„რამდენიმე ტრავმა მქონდა, თუმცა ოქტაგონზე ყველაფერი დავდე“ - მერაბ დვალიშვილი