Digest Logo

🎥 „თოკი მიდევს, ორჯერ წავედი თავის მოსაკლავად დედაჩემის და მამაჩემის პენსია რომ ვითამაშეო...“ - რას ჰყვება გურამ ოთხოზორია

1784807259
გურამ ოთხოზორია

მღვდელი გურამ ოთხოზორია არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი და დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი. იგი საზოგადოებაში ფართოდ არის ცნობილი თავისი აქტიური საჯარო მოღვაწეობით, საინტერესო ქადაგებებით, პოდკასტებით და ფილოსოფიურ-სულიერ თემებზე მსჯელობით.

ამჯერად იგი „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან ლუდომან ადამიანთან დაკავშირებული ერთი ისტორია გაიხსენა:

„ერთი შემთხვევა იყო ჩემთან, მანქანით მოვიდა ბიჭი და მითხრა, მამა გურამ, ვისაუბროთო, თამაშდამოკიდებული, ლუდომანი. რა მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულია, კლავს და თოკი მიდევსო „ბაგაჟნიკშიო“, აგერ გაჩვენებ თუ გინდაო. 

ორჯერ წავედი თავის მოსაკლავადო და დედაჩემის და მამაჩემის პენსია რომ ვითამაშეო, ვერ გავუძელი, ახლაც ვერ ვუძლებ ამას. ტრაგედია. რაღაც გავაკეთეთ იქ. ეს ბიჭი არათუ ცოცხალია, არამედ ფეხზე დადგა, პატარა რაღაც საუბარმა.

ადამიანს ადამიანი სჭირდება. ნუ გგონიათ, მათხოვარს ფული სჭირდება, ნარკომანს ნარკოტიკი სჭირდება - ეს არის პროტესტი. ის ნარკოტიკის გემოს რომ იგებს, შენგან უნდა მიეღო ჩემო ძვირფასო, ჩემგან უნდა მიეღო. რომ ვერ მიიღო მშობლისგან, მეზობლისგან, მღვდლისგან, მასწავლებლისგან, საზოგადოებისგან, პროტესტი აქვს და ეს არის გაქცევა, გაბუტვა. სამყაროს პროტესტს უცხადებს, თავს ვიკლავ, რადგან უსამართლო ხარ. ეს ყველას ხომ არ შეუძლია ამაღლდეს და მიყუჟულია კუთხეში, ამით შურს იძიებს სამყაროზე და ღმერთზე, როგორ ხარ შენ სამართლიანი? სად ხარ, როდესაც მე აი, ნახე, რა დღეში ვარ. სხვა რეალობა არ დამრჩა, სხვა საშუალება პროტესტის გამოსახატავად“, - ამბობს გურამ ოთხოზორია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მატულობს ნაწლავთა ინფექციები, საკვებით მოწამვლის რაოდენობა“ - NCDC ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

„დღეიდან ერთი თვე მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანს გადის“ - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ივლისი: „დღე დროის გარეშე“ - უნიკალური პერიოდი ბედ-იღბლის კორექციისთვის