ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ტონი კროოსი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს.
ამის შესახებ გერმანელმა ინსტაგრამზე, ერთ-ერთი პოსტის კომენტარში დაწერა, როდესაც ჰკითხეს, ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი.
„კვარამ. ალბათ, ეს არ მოხდება, მაგრამ ჩემი აზრით, აშკარად პირველია. მსოფლიოს ჩემპიონატის გამორჩეულმა ოთხმა ფეხბურთელმა - მესიმ, ბელინგემმა, მბაპემ და როდრიმ საშუალო დონის სეზონი ჩაატარეს ან უმნიშვნელო ლიგაში ითამაშეს. კვარა კი გასული სეზონის და ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელია“, - დაწერა კროოსმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთზე ორჯერ იყო წარდგენილი: 2023 წელს მე-17 ადგილი დაიკავა, შარშან კი მე-17. France Football-ი წლევანდელ გამარჯვებულს 26 ოქტომბერს დაასახელებს.
Khvicha #Kvaratskhelia bald Ballon d'Or-Gewinner? ⚽️
Wenn es nach Toni Kroos geht, hätte es der georgische PSG-Star verdient! 🔥 pic.twitter.com/0fEoSRFfse
— Sky Sport (@SkySportDE) August 20, 2026
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი
წყარო: newshub.ge