
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.
ამჯერად, თამუნა მუსერიძე უმძიმეს ისტორიას იხსენებს პოდკასტში „მამების დრო“:
„წნორში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული. 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. 7 შვილი გააჩენინეს. ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ. ეს ქალბატონი დაღესტნელი იყო, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა საქართველოში წამოიყვანა. „დაღესტნელი ტყვე ქალი“ - ასე შეგიძლიათ იპოვოთ „იუთუბზე“.
ეს ჩემთვის იყო ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის ყველაფრის შეგრძნება ერთად. ამ ხომ ქართველები ვაკეთებდით?
ყველა შვილი ვიპოვეთ, არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, რცხვენიათ დედის ისტორიაა და არც ერთი შვილი არ ეკონტაქტება.
საქმე აღიძრა, არაერთი გამოძიება ჩატარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ეს ქალი ვერ საუბრობს და ამდენი უბედურების ფონზე დაბრმავებულია, ვერ ხდება დამნაშავეების ამოცნობა“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „თათული, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს თურმე ცხვირწინ მყოლია“ - რას წერს მაკა ზამბახიძე