
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ძუნწ ადამიანებზე საუბრობს:
„ძუნწი შეიძლება სამოთხეში მოხვდეს, მაგრამ იქ თავისთვის ნეტარებასაც გამოიზოგავს.
ბევრი არაფერი აკნინებს კაცს ისე, როგორც სიძუნწე.
ის არაფერს გასცემს და ყველაფრის მხოლოდ მიღება სურს.
ყველაზე უარესი ის არის, როდესაც მას არ შეუძლია სხვას უწილადოს არა მხოლოდ მატერიალური რამ ღირებულება, არამედ სიკეთე, სიყვარული, თანადგომა, ღიმილი.
ასეთი სიძუნწე მთლად დამღუპველია.
უმიზნობას, უზნეობასა და უაზრობასთან ერთად საშინლად არაესთეტიკურიც არის.
არ დაინანო, რადგან სიძუნწე ღმერთის შეურაცხყოფაა - ნამდვილ ადამიანურ ბუნებას უარყოფს და ამიტომ.
თქვა ადრევე ჩვენმა დიდმა კაცმა - შენი მხოლოდ ის არის, რასაც გასცემო.
ეს, სხვადასხვა ფორმითა და სახით, ყოველდღე შეგიძლია გააკეთო.
მაგალითად - დღეს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს