Digest Logo

ციფრული მმართველობის სააგენტო: დღეს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მიიღო ცრუ სატელეფონო შეტყობინებები, სადაც პატრულის ჯარიმის გადახდის მოთხოვნით საფრთხის შემცველი ფიშინგ ვებგვერდები იგზავნება

1779462318
ციფრული მმართველობის სააგენტო

ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებისთვის თაღლითური შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„დღეს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მიიღო ცრუ სატელეფონო შეტყობინებები, სადაც პატრულის ჯარიმის გადახდის მოთხოვნით საფრთხის შემცველი ფიშინგ ვებგვერდები იგზავნება. აღნიშნული შეტყობინება და ვებგვერდები მიზნად ისახავს მომხმარებლების პერსონალური და საბანკო ინფორმაციის მოპოვებას.

გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ საეჭვო ბმულებისა და შეტყობინებების მიმართ, გადაამოწმოთ ვებგვერდის მისამართი და არ შეიყვანოთ პირადი მონაცემები დაუდასტურებელ პლატფორმებზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (ეროვნული CERT) სხვადასხვა ქვეყნის CERT-ის გუნდებთან და ჰოსტინგის კომპანიებთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს მსგავსი შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციაზე. დროულად ხდება ინტერნეტსერვის პროვაიდერების დახმარებით მსგავსი ბმულების პრევენცია, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმირება და კოორდინაცია.

თუ ფლობთ ინფორმაციას საეჭვო გვერდების, ან შეტყობინებების შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: incidents@dga.gov.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ყველა დროის ნომერ პირველია“ - ლუის ენრიკემ საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

🎥 „თავიდან ძალიან გამიჭირდა, სულ საჭმელები მესიზმრებოდა“ - რას ჰყვება ბორის ბედია დაკლებულ კილოგრამებზე

⭕„დღეს გაკეთებული არჩევანი მომდევნო 6.5 წელს განსაზღვრავს“ - 22 მაისს მზისა და ურანის შეერთება მოხდა: ასტროპროგნოზი ნინა ხომერიკისგან