Digest Logo

🎥 „წინა დღეს შვილთან ერთად ვიგონკავე, სიმპტომი არ ჰქონდა...“ - რა ჩვევამ გადაარჩინა ნინო ხაჟომია კიბოს ფატალური შედეგისგან

1792666686
ნინო ხჟომია

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.

ვარდისფერი ოქტომბრის მთავარი გზავნილი წლების განმავლობაში უცვლელია: დაავადების ადრეული აღმოჩენა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს!

ჟურნალისტი ნინო ხაჟომია, რომელმაც ძუძუს კიბო დაამარცხა, ერთ-ერთია ვინც ყოველთვის ღიად, საჯაროდ და გულწრფელად აზიარებს თავის გამოცდილებას როგორც ონკოპაციენტი. იგი „გვანცას პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ონკოლოგიის შიშზე, რთულ გადაწყვეტილებაზე და ოჯახის მხარდაჭერაზე ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, შიშები ონკოლოგიაზე მქონია, რადგან ჩემი ერთი დეიდა ძუძუს კიბოთია მკვდარი, მეორეს კი 16-წლიანი რემისია აქვს. როცა ორი დეიდა ასე გყავს, შენც უშვებ, რომ გენეტიკურად შეიძლება გქონდეს. მე ზუსტად მიშველა იმან, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ ვემოწმებოდი, მე რომ ეს ჩვევა არ მქონოდა, შეიძლება აღარაფერი მშველებოდა. 

ამ დაავადებას ზუსტად ეგ უბედურება სჭირს, რომ სიმპტომი არ აქვს. წინა დღეს ჩემს შვილთან ერთად კარტინგებზე მაგრად ვიგონკავე, სახლში რომ მივედი, უკვე ხელით ვიპოვე, რომ ძუძუში მქონდა რაღაც. დიაგნოზი საბედნიეროდ იყო მეორე სტადია, თუმცა ქალებს ძალიან ეშინიათ ამ სტადიის დასახელების, მე მინდა აღვნიშნო, რომ სტადია არის შპარგალკა ექიმებისთვის, ეს არის როგორ უმკურნალონ პაციენტს. 

კიბო განაჩენი არ არის. სტერეოტიპი, რომ კიბო განაჩენია, როდისმე უნდა მოკვდეს. ზუსტად ამ სტერეოტიპის გამო არ მიდიან ქალები სკრინინგზე, ურჩევნიათ, იყვნენ ბრმის პოზიციაში, არ დაინახონ, ვიდრე იყვნენ გუშაგის პოზიციაში საკუთარ სხეულთან“, - ამბობს ნინო ხაჟომია.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რომ ვიღვიძებ, ერთი საათი მჭირდება, რომ ძვლები ავაწყო ერთმანეთზე...“ - როგორია ნინო ხაჟომიას ცხოვრება კიბოს დიაგნოზის შემდეგ

⭕„რა თაობას ვზრდით? აღზრდა ძალადობა არ არის, დისციპლინა დამცირება არ არის!“ - რას წერს მედეა ადამია

⭕22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

✕