Digest Logo

„ცხედრების უმეტესობა დანაწევრებული იყო“ - შოვის დამანგრეველი სტიქიიდან ერთი წელი გავიდა... კურორტი, სადაც დრო გაჩერდა

1722627780
შოვის ტრაგედია

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა - 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მათ შორის იყვნენ ბავშვები, ერთი მოზარდი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

ამასთან სტიქიასთან ბრძოლის დროს, ძალოვანი უწყებების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები - პოლიციის მაიორი, - მირიან ჭელიძე და თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის თანამშრომელი - თემურ ხარჩილავა დაიღუპნენ.

ღვარცოფი რაჭაში, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა - რა დროსაც, თითქოსდა ერთ მზიან, წყნარ ამინდში კურორტის დამსვენებლები თუ იქ მომუშავე პერსონალი, თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.

შოვის სტიქიას ემსხვერპლნენ: გიორგი გოგინაშვილი, გიორგი ყარალაშვილი, სოფი ყარალაშვილი, დავით ბერიაშვილი, გენადი სულთანიშვილი, მეგი გუტაშვილი, გიგი გუტაშვილი, მარინე ხორბალაძე, ლუკა დუდაშვილი, შორენა ბიჭაშვილი, მარიამ მაისურაძე, ქეთევან ლობჟანიძე, სამირა ისაევა, ნინი კენჭაძე, ალინა პოლიკოვსკა, ქსენია ტრიჩევა, ნატო ჭელიძე, ანდრია დუდაშვილი, სოფო ბაკურაძე, მანანა ჯაჭვაძე, თემურ ჩარკვიანი, დიტო ფირცხალავა, სალომე ხეთაგური, მესხის უფროსი ვაჟი, ანასტასია დუდაშვილი, ლევან რაზმაძე, კოტე მაისურაძე, ზაზა მესხი, გვანცა ბუბაშვილი, გიორგი ხორბალაძე, მირიან ჭელიძე.

მთავრობის განკარგულებით, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

„3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით შეადგენდა დაახლოებით 5 მილიონ კუბურ მეტრს, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ, მოჰყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ, მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით, მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა გარდაცვლილების პოვნა შეგვძლებოდა.
 
მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 1 პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი.
 
სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები.
  
საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიწის მასის ქვეშ მოყოლას გადარჩნენ, მაშველების, პოლიციელების და ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერ უვნებლად იყვნენ გამოყვანილები უსაფრთხო ადგილას პირველივე საათებში. რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ“, - ეს შეფასება შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურს ეკუთვნის, რომელიც რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.

შოვის ტრაგედიას ჰყავს გადარჩენილებიც, ჯამში 15-მდე ადამიანი, რომლებმაც სამაშველო ძალის მოსვლამდე ადგილობრივების დახმარებით სამშვიდობოს გასვლა მოახერხეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შევიდეთ ლუციდურ სიზმარში - „მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან შიშის ფონზე არ მოხდეს თქვენი გამოღვიძება“

🎥 „უყურეთ მზის ამოსვლას, ჩასვლას და ამ დროს შენი სურვილების ვიზუალიზაციის ექსპრესია მოახდინეთ“ - ასტროლოგი 4 აგვისტოს ახალმთვარეობაზე

🎥 „ჩემი მთელი სამყარო, ბედნიერი დილა, პატარა მატადორისტა“ - ილია თოფურიას და მისი შვილის უსაყვარლესი კადრები