Digest Logo

🎥 ცხენების ირგვლივ დაწყებული სიყვარულის ისტორია - გაიცანით მხედარი წყვილი შალვა გაჩეჩილაძე და რუსუდან ფიცხელაური

9 მაისი 13:50
შალვა გაჩეჩილაძე და რუსუდან ფიცხელაური

მსოფლიო ისტორიაში ქართველის მეშვეობით ისტორიული ფაქტი დაიწერა. შვეიცარიაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 42 მხედარს შორის ერთი ქართველი ასპარეზობდა, რომელმაც ფანტასტიკური გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. 

მხედრების ოჯახი, ცოლ-ქმარი შალვა გაჩეჩილაძე და რუსუდან ფიცხელაური გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც პროფესიასა და სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრეს:

„ძალიან სასიხარულოა, როცა შენს გულშემატკივარს ახარებ შენი წარმატებით. ეს ჩვენ დიდ მოტივაციას გვაძლევს, არ გავჩერდებით რა თქმა უნდა და ყველა სირთულეს გავუმკლავდებით. 

ფინალში მოხვედრა ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, ჩვენი ცხენით იქ გამგზავრება და დამატებით კვალიფიკაციის გაკეთება ვარშავაში. 150 სიმაღლის მარშრუტი უნდა გამევლო, 8 საჯარიმო ქულით. ეს იყო პირველივე ცდა და მოხერხდა“, - ამბობს შალვა გაჩეჩილაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა დაავადებებმა შეიძლება იჩინოს თავი 2025 წელს - თაკო მელიქიშვილი საზოგადოებას ჯანმრთელობის საფრთხეებზე აფრთხილებს

🎥 როგორ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული და რას გულისხმობს თვითზრუნვა?! - ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის რეკომენდაცია

🎥 „მეორე დღესვე მითხრა, უთქვენოდ ვეღარ ვიარსებებ და თანხმობა მომეცით, შევხვდეთ ხოლმეო“ - დალი ჩიტალაძის დედის სიყვარულის ისტორია