„ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, დღეს ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს ფსიქიკური პრობლემა, ეს არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად შიზოფრენია აქვს“, - ამის შესახებ პოდკასტში „ოთარი ექიმო“ ფსიქიატრ ხატია სულაბერიძემ განაცხადა.
როგორც თავად აღნიშნა, ფსიქიატრიული დაავადებების მიმართ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ:
„თაობებს შორის არის განსხვავებული ხედვა ფსიქიატრიის მიმართ. ეს არის შიში, სამწუხაროდ, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს სხვანაირად უყურებდნენ, დღეს ფსიქიკური პრობლემა შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანში იყოს და ეს არ გულისხმობს, რომ ადამიანს მაინცდამაინც შიზოფრენია, ფსიქოზი აქვს.
ცხოვრების სტილისა და რეჟიმიდან გამომდინარე, პაციენტთან პირველ შეკითხვას ვსვამ „რა პატარ-პატარა დისკომფორტი გაქვს ცხოვრებაში, რის გამოც გადაწყვიტე ჩემთან მოსვლა?“.
არ არსებობს ადამიანი ამის გარეშე, შესაბამისად, შესაძლებელია საერთოდ არ გვქონდეს საქმე სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებასთან, უბრალოდ რაღაც დისკომფორტების გამო ხელი გვეშლებოდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - ამბობს ხატია სულაბერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გავიგოთ, წიწაკა ცხარეა თუ არა? - მარტივი ხრიკი
⭕„თუ უფალი ინებებს, სამი შვილის შემდეგ სიამოვნებით გავხდებით ტყუპების მშობლები“ - ია დუდაშვილი