Digest Logo

ცნობილი იუმორისტი მეორე შვილის მოლოდინშია - წყვილმა სქესიც უკვე გაიგო

1757577873
ციაკო ფიფიაციაკო ფიფია

არ მეგულება ადამიანი, ვინც ციაკო ფიფიას მორგებულ და შესრულებულ სახალისო როლებზე არ ხალისობს. ეს არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ ბევრს შრომობს, ცდილობს, ყველა საქმე მაღალ დონეზე გააკეთოს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს სითბო და სიყვარული არ მოაკლოს და ქუჩაში უცხო ადამიანების ღიმილს გულწრფელი ღიმილითვე უპასუხოს. 

მის ცხოვრებაში სასიხარულო ინფორმაციაა, ციაკო ორსულადაა და იგი ბიჭის მოლოდინშია.

ამის შესახებ ინფორმაცია „სარკეს“ გაუზიარა:

„სულ მეუბნებოდნენ, მეორეს რატომ არ აჩენო. ვამბობდი, ცოტა მერე, ცოტა მერე-მეთქი და გავხდი 33 წლის. ეს არ იყო დაგეგმილი ორსულობა, რომ გავიგეთ, ძალიან გაგვიხარდა, მეორე ბიჭს ველოდებით.

მეხუთე თვეში გადავედი. გოგა და სანდრო ძალიან ბედნიერები არიან. სხვათა შორის, მეგონა, გოგონა იქნებოდა, მაგრამ შევცდი. გოგას და სანდროს ბიჭი უნდოდათ და მათი ვარაუდი გამართლდა. მესამე ალბათ გოგონა იქნება. მინდა, რომ სამი შვილი მყავდეს...“, აღნიშნავს ციაკო.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაკავშირებულია ცხოვრებაში გაჩენილ სულიერ პრობლემებთან და სულიერ გარდატეხებთან“ - რა არის მთვარის კვანძები?

„გადიხართ სამყაროს გაკვეთილებს ან კარმულ გაკვეთილებს, სწორედ ამ ეტაპების გადალახვის შემდეგ იწყებთ მათ შემჩნევას“ - რას ნიშნავს „ანგელოზთა ციფრები“

„გასწავლი „სიმდიდრის ყავის“ მომზადებას“ - ქეთი ოდიშელი გვასწავლის ტექნიკას, რომელიც ხუთშაბათს უნდა გავაკეთოთ