Digest Logo

ცნობილია ქართველი მზარეულის ვინაობა, რომელიც მოსკოვის სახინკლეში დამლაგებელმა მოკლა

1673264749
 სოსო ბერაია

მოსკოვის მიტიშის რაიონში სახინკლე „თბილისო“-ში დამლაგებელმა ქართველი მზარეული სოსო ბერაია დანით მოკლა. გარდაცვლილი  ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგადან იყო. ის რესტორან „თბილისოში“ მზარეულად მუშაობდა.

მზარეულმა დამლაგებელი, რომელიც ეროვნებით ტაჯიკია, სექსუალურად შეავიწროვა და სხეულზე შეეხო. ამას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც დამლაგებელმა ქალმა ქართველს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აყენებს ტაჯიკი ქალი ქართველ მზარეულს დანით რამდენიმე ჭრილობას, რამდენიმე წამის შემდეგ კი კაცი იატაკზე ეცემა და ჩანს სისხლიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლო.

რაც შეეხება მკვლელს, ის პოლიციამ დააკავა და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ნამდვილად არ იყო სიკვდილის ღირსი. დამნაშავე თუ იყო, სხვანაირად რომ ყოფილიყო შეიძლებოდა... მაგრამ მოხდა ასეთი ამბავი და მოგვიკლეს ძალიან კარგი ადამიანი. [მკვლელობაში ბრალდებული] თანამშრომელი იყო, ერთად მუშაობდნენ რესტორანში, მოხდა რაღაც კინკლაობა, ამ კინკლაობას აჰყვა ის ქალი და ჩაარტყა დანა, სასიკვდილოდ გაიმეტა“ - აცხადებს მოკლულის ნათესავი ფრიდონ ბერაია "კურიერთან" საუბრისას. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მაშინ სად ეგდეთ, „პერედოზი“ მოუვიდა და ადამიანი ათი დღის მანძილზე ერთხელ რატომ არ მოიკითხეთ...“ - გიორგი მასხულია ქისტაურის მეგობრებზე

🔵„ასე ამბობენ როგორც მუსიკოსი და მომღერალი კი, მაგრამ როგორც ადამიანი ისე დაგვაკლდაო... მადლობა ამ სიყვარულის და პატივისცემისთვის“ - მელიტა ფურცელაძე

🔵„ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი, თავს ძალას ვატან და ცრემლებს სათავეში ვიშრობ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე