ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.
👉 ახალი დეტალები ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ
ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, უამრავი ადამიანის გამოხატავს მწუხარებას მომხდარის გამო და ამ ამბის შესახებ საკუთარ ემოციებს გადმოსცემენ. მათ შორისაა დიზაინერი გიორგი მასხულია, რომელიც გარდაცვლილის მეგობრებს სოციალურ ქსელში მიმართავს.
„ეს მეგობრები მაშინ სად ეგდეთ, რომ ცუდად იყო „პერედოზი“ მოუვიდა და ადამიანი ათი დღის მანძილზე ერთხელ რატომ არ მოიკითხეთ, ან არ ახვედით მასთან, მაშინ სად იყავით, ახლა რომ ენები გაქვთ გათქვეფილი, ხან რას წერთ ხან რას, გრცხვენოდეთ რა, გრცხვენოდეთ. ახლა ამ სიტუაციით გსურთ ყურადღების მიპყრობა, თორემ ლიზა რომ გადარდებდეთ ის ახლა ცოცხალი იქნებოდა, მეგობრები არა კიდევ რა.
სადღა არსებობს მეგობრობა, ადამიანი მიაგდეთ და გარდაიცვალა, იქნებ რა ცოტა რამე შველოდა თქვენი დახმარებიდან, იქნებ რა სჭირდებოდა, ახლა რომ უკიდეგანოდ გაქვთ ეს ენები გადმოგდებული მაგ დროს. სად ბრძანდებოდით სად. ნათელში ამყოფოს მისი სული“, - წერს გიორგი მასხულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება“ - როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში