
ქუთაისში მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა წყალწითელას ხიდთან მოხდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
ავტომობილში მყოფი მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ. ერთ-ერთი მათგანი ლუკა ებრალიძე იყო.
„გული მოგვიკალი და გავანადგურე ლუკაჩო. ვერ მოგინელებ ვერასოდეს. სამივე დედისერთაა... საშინელება იყო...“.
„მერამდენე, მაგ დაწყევლილი ხიდიდან...“.
„უსამართლოა ეს ცხოვრება...“.
„რატო, ლუკა, გამისკდა გული...“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სალომე ღვინიაშვილი ბოტოქსის პროცედურიდან კადრებს აქვეყნებს - „ბავშვის სახე და იდეალური ტუჩები“
⭕„ციგნის ქალები...ან გემოვნება არ მაქვს“ - ვინ არის ნუკის ჩაცმის სტილის ინსპირაცია?