Digest Logo

როგორ შეხვდა ილია თოფურიას დედა შვილის გამარჯვებას - „ხმამაღლა ვტირი ხმით!“

1708239747
ილია თოფურიას დედა

UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მებრძოლებმა რამდენიმე კარგი დარტყმა გაცვალეს.

მეორე რაუნდში კი ქართველმა თავის სტილში, ბრწყინვალე კომბინაციით ავსტრალიელი მებრძოლი დაანოკაუტა.

ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია.

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი მერაბ დვალიშვილის და ილია თოფურიას გამარჯვებას სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება და ილიას დედის ემოციაზე წერს.

„ნოკაუტი! ყველაზე მეტად ემოციურია ილიას დედის სიტყვები! "ილია დედა"

ხმამაღლა ვტირი ხმით! ღმერთო როგორი ამაყი ვარ! მიყვარხართ ბიჭებო! თქვენ გენაცვალეთ ქართულ გულში და გენში!

ხმა აღარ მაქვს! მერაბის და ილიას გაბრწყინებული საქართველო!“, - წერს მომღერალი.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე რთულად დასამარცხებელი ის ბოროტებაა, რომელიც კანონიერად ხდება და თითქოს სიკეთით არის შემოსილი“- რას წერს გია მურღულია

⭕როგორია თებერვლის თვის კარიერული გამოწვევები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის? - სოფია ბზეკალავას პროგნოზი

⭕„მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია, დღეს ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა…“- როგორ მიულოცა ცუკერბერგმა ქართველს გამარჯვება, რომელიც ჩხუბს ესწრებოდა?