Digest Logo

ცნობილია, რამდენ გრადუსს გადააჭარბებს ტემპერატურა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1782043564
მზე და სიცხე

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში თბილისში და საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +30, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, თუმცა ნალექი ფართომასშტაბიანი არ იქნება. ამასთან, პერიოდულად იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მომდევნო კვირის დასაწყისშიც თბილი ამინდი შენარჩუნდება და დედაქალაქში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +28, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ გვეშინია გველის? - „საინტერესოა, რომ ჩვილებიც კი უფრო სწრაფად ამჩნევენ გველის სილუეტს, ვიდრე ბევრ სხვა ობიექტს“

„შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდეთ, რომ ეს საკითხები მომავალში მნიშვნელოვანი გახდება, მაგრამ...“ - რას წერს ხათუნა ნოელი

„ეს არის დროებითი ზავის, ემოციების ჩახშობისა და თავდაცვის პოზიციის დაკავების დღე“ - 21 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი