Digest Logo

ცნობილია, სად და როდის გაიმართება „თბილისობა 2023“

1695232874
თბილისობათბილისობა

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – „თბილისობა 2023“ 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს აღინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, თბილისის მერია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

„დედაქალაქი „თბილისობას“ 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს აღნიშნავს რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე;

12:00 საათიდან, ღამის 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება;

30 სექტემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის დასრულებისას საზეიმო კონცერტი დაიწყება;

ღონისძიება პირდაპირი ეთერით გაშუქდება. ასევე, რამდენიმე დღეში გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას”, – აღნიშნა კალაძემ.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მე და ჯარჯი დავშორდით... დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ“ - რას წერს თათია შარანგია

🔵მსახიობი ანკა ვასაძე „ფორმულას“ დილის გადაცემის წამყვანი გახდა

🔵„წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ ვირტყამ... ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა“ - გაიცანით, 9 წლის ელენე ჩარკვიანი