Digest Logo

ცნობილია სამედიცინო დასკვნა: კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა

1739267444
კესარია აბრამიძე

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, 37 წლის ტრანსგენ­დერ ქალს, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს ბექა ჯა­ი­ან­მა და­ნით 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. 

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რემ პრო­კუ­რა­ტუ­რის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უდა­ვოდ გა­ხა­და, გარ­და დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის თქმით, ყვე­ლა ჭრი­ლო­ბა, რაც ჯა­ი­ან­მა აბ­რა­მი­ძეს მი­ა­ყე­ნა, სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლია.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მე­ში აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს, სა­დაც ბექა ჯა­ი­ა­ნი მისი ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რს უყ­ვე­ბა, „როცა მას კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე გა­ა­ნა­წყე­ნებ­და, თუ რო­გორ აყე­ნებ­და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას“. 

„დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ ბექა ჯა­ი­ა­ნის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით წა­რად­გი­ნა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მელ­შიც კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის თა­ო­ბა­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი. ბექა ჯა­ი­ან­მა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს 28 ჭრი­ლო­ბა, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ა­ყე­ნა. სწო­რედ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი არის გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზი.

ყვე­ლა ჭრი­ლო­ბა სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლია, სწო­რედ სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბამ და მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ გა­მო­იწ­ვია კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა დაც­ვის მხა­რემ სა­და­ვოდ მი­იჩ­ნია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გამ­ცე­მი ექ­სპერ­ტი და­ი­კი­თხე­ბა. სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი, დაც­ვის მხა­რემ უდა­ვოდ მი­იჩ­ნია. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უტყუ­ა­რად დას­ტურ­დე­ბა, რომ ბექა ჯა­ი­ა­ნის მი­ე­რაა ჩა­დე­ნი­ლი მის­თვის ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი ორი­ვე ქმე­დე­ბა, რის გა­მოც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, სა­სა­მარ­თლო და­სა­ბუ­თე­ბულ და კა­ნო­ნი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლით.

ბრალ­დე­ბას ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რებს ბრალ­დე­ბუ­ლი, უდავ­ოდ მი­იჩ­ნევს იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რაც ჩვენს მიერ იქნა წარ­დგე­ნი­ლი. გარ­და იმი­სა, რომ მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი არ­სე­ბობს, ნე­იტ­რა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია, მათ შო­რის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის, წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ბექა ჯა­ი­ა­ნის მიერ ჩა­დე­ნი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გენ­დე­რის ნიშ­ნით, გენ­დე­რი­სა და იდენ­ტო­ბის ნიშ­ნით, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ასე­ვე სის­ტე­მა­ტუ­რი ცემა ამა­ვე ნიშ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბებ­ში პირ­და­პირ არის მი­თი­თე­ბუ­ლი იმ გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მათ სა­მე­გობ­როს, ოჯა­ხის წევ­რებს ესა­უბ­რე­ბო­და, ბექა ჯა­ი­ა­ნის მხრი­დან მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ. უფრო მე­ტიც, არ­სე­ბობს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ბექა ჯა­ი­ა­ნი მისი ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რს ესა­უბ­რე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რო­დე­საც ის გა­აბ­რა­ზებ­და, გა­ა­ნა­წყე­ნებ­და, ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და, ეს ჩა­ნა­წე­რი საქ­მე­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ფო­ნე­ი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, რომ ნამ­დვი­ლად ბექა ჯა­ი­ა­ნის ხმაა. ასე­ვე არ­სე­ბობს მე­ზობ­ლე­ბის გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შეს­წრე­ბი­ან იმ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას, თუ რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ჯა­ი­ა­ნის მხრი­დან კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მი­მართ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას, ამას დაც­ვის მხა­რე არ აღი­ა­რებს, თუმ­ცა, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა იმი­სა, რომ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, 28 ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლია, დამ­დგარ სიკ­ვდილ­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია“, - გა­ნა­ცხა­და ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეს განსაკუთრებულად უნდა შეიკავოთ თავი სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისგან“ - 11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ნინა სუსლოვასგან

🎥 კანიე უესტი წიგნის დაწერას აპირებს - რეპერი ნამუშევარს მეუღლეს მიუძღვნის

🎥 „შენი ადამიანი წამში უნდა იპოვო...“ - რას ეტყოდით თქვენს ბავშვობის მეგობარს? ემოციური ინტერვიუ მოქალაქეებთან

წყარო: www.ambebi.ge