საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
ნაჩვენებია შესაბამისი ესკიზები, თუ როგორი იქნება სასკოლო ფორმის დიზაინი.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი – საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა; მეორე ეტაპი – საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
„მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით. 2.2. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შემსყიდველ ორგანიზაციასთან დააზუსტოს თითოეული ტიპის საქონლის თარგი, ფერი, ასევე ბრენდირება (მათ შორის წარწერა, ლოგო, ფერი, ზომები და ა.შ.), სხვა შესაბამისი დეტალები და მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის თანხმობის საფუძველზე დაიწყოს საქონლის წარმოება/შეკერვა.
ბაზრის კვლევაში მონაწილეს ან მის ქვეკონტრაქტორს (საქონლის ქარხანა დამამზადებელს) 2022 წლის 01 იანვრიდან ბაზრის კვლევის დასრულების დღის ჩათვლით უნდა გააჩნდეს ტანსაცმლის შეკერვის ან/და მიწოდების ან/და რეალიზაციის არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დადასტურებული ანგარიშფაქტურ(ები)ა.“- ასეთია ზოგადი მოთხოვნები, რომელსაც შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ აყენებს.
წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 21 აპრილს დაიწყება და 22 აპრილის დღის 12:00 საათზე დასრულდება.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ: