Digest Logo

🎥 ცოლს გაშორებული ყოფილი პოლიციელი, რომელიც სასჯელს თურქეთში იხდიდა - ახალი დეტალები „საქართველოს ბანკის“ თავდამსხმელზე

1663743721
თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული  გრიგოლ ნარსია დააკავა.

დღეს მძარცველის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა. 

გრიგოლ ნარსია წარსულში ნასამართლევია. მან სასჯელი თურქეთში მოიხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი ცოლს გაშორებულია და დედა ემიგრაციაში ჰყავს. ის ქუთაისში მარტო ცხოვრობდა.ცნობისთვის, ქუთაისში საქართველოს ბანკში თავდამსხმელი შეიჭრა. სამართალდამცველებმა იგი შეჭრიდან 8 საათში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავედ მძევლად 12 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. 

თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, თუმცა, მოგვიანებით მოთხოვნა შეცვალა და მილიონ-ნახევარ დოლარი მოითხოვა.

ბანკის მძარცველს სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა დამაგრებული, პოლიციას ულტიმატუმებს უყენებდა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მადლობა ყველას, ვისაც გულით გინდოდათ ჩვენი მშვიდობიანად დაბრუნება“ - რას წერს მძევალი

🔵„სინამდვილეში, რა თქმა უნდა, სასაცილო არაფერი ყოფილა  - იმედია, გაცინების შესაძლებლობა, არ ჩამოაყალიბებს არავისში არავითარ სიმპათიას ძალადობის მიმართ“ - ფანჯიკიძე

🔵შსს საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს