Digest Logo

„მადლობა ყველას, ვისაც გულით გინდოდათ ჩვენი მშვიდობიანად დაბრუნება“ - რას წერს მძევალი

1663740881
მძევლებიმძევლებიმძევლები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ.  დააკავა.

ქუთაისში, „საქართველოს ბანკში" თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი თავისუფალია. ერთ-ერთი მათგანი კი სოციალურ ქსელში წლის „სელფს“ აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

„მადლობა ყველას, ვისაც გულით გინდოდათ ჩვენი მშვიდობიანად დაბრუნება“, - წერს მძევალი.

ცნობისთვის, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე  მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სინამდვილეში, რა თქმა უნდა, სასაცილო არაფერი ყოფილა  - იმედია, გაცინების შესაძლებლობა, არ ჩამოაყალიბებს არავისში არავითარ სიმპათიას ძალადობის მიმართ“ - ფანჯიკიძე

🔵შსს საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

🔵„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია