„დღის პოსტი“ ყველასათვის საყვარელი გადაცემაა, რომელიც ქართველ მაყურებელს ხარისხიან და საინტერესო პროდუქტს სთავაზობს. გადაცემის ახალი სეზონი უკვე დაიწყო და მაყურებელი ყოველ დღე მოისმენს საინტერესო რჩევებს აქტუალურ თემებზე. ამასთან პროექტი ასევე სასიამოვნო სიახლით დაბრუნდა, „დღის პოსტს“ ახალი თანაწამყვანი, ყველასათვის საყვარელ მსახიობი და პოეტი ანრი ბიბინეიშვილი ჰყავს.
ანრი ბიბინეიშვილმა „დაიჯესტს“ ახალი პროფესიის შესახებ ემოციები და მოლოდინები გაუზიარა:
„ასეთი გამოწვევის წინაშე დავდექი, რომ მოხდა ჩემი თანამშრომლობა ტელეკომპანია „პოსტტივისთან“. ძალიან მიხარია. არაჩვეულებრივი ორი თანაწამყვანი მყავს - ნატუკა და რუსკა, რომლებიც განსაკუთრებით მილამაზებენ გარემოს.
ამბავს რაც შეეხება, ცოტა დაბნეული ვიყავი, იმიტომ, რომ ახალი ამბავია და თანაც პირდაპირი ეთერი. წამყვანობა და პირდაპირი ეთერი გაცილებით რთულია, მით უმეტეს გამოცდილება მაქვს კამერებთან მუშაობის. აქ შეცდომები არ გეპატიება. მინდა რომ უკეთ გავიხსნა და არ ვიყო შებოჭილი. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მომცა საშუალება და შესაძლებლობა, რომ ამ კარგ გადაცემაში მოვხვდი.
როდესაც ვიდეო მიმართვა გავავრცელე სოციალურ ქსელში ჩემი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯის შესახებ, საზოგადოების თბილი და გულწრფელი ემოციები მივიღე. უამრავი კომენტარი და შეტყობინება შემოვიდა, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მათ“, - აღნიშნა ანრი ბიბინეიშვილმა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენი გურგენ ხორავა...“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მამასთან და ნათესავებთან ერთად ფოტოს აქვეყნებს
⭕„ყოველი იმედგაცრუება კარგი მომავლის საწინდარია...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?
🎥 „არ არის გამორიცხული ელექტრო საფრთხეები...“- ხათუნა ნოელის ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზი