Digest Logo

„ცრემლის გარეშე ამ ღირსეულ ქალბატონს ვერ მოვუსმინე! გამახსენდა რა გავიარეთ ამ მანიაკების ხელში“ - ზურა ხაჩიძე „ნაცმოძრაობაზე“

1743425886
ზურა ხაჩიძე

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-8 სხდომა მიმდინარეობს, სადაც გამოიკითხა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი, „იბისის“ სუპერმარკეტების ქსელის თანადამფუძნებელი მარიამ რატიანი.

მარიამ რატიანის განცხადებით, მის ოჯახს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და „თიბისი“ ბანკმა საერთო ბიზნესი წაართვეს და ქუჩაში დატოვეს 5 შვილთან და ოჯახთან ერთად. ამასთან მისივე მონაყოლიდან ვიგებთ, რომ მისი მეუღლე დააპატიმრეს, რომელიც ციხიდან 4 თვის შემდეგ ფსიქიკა შერყეული გამოვიდა და დღემდე არაადეკვატურია.

მარიამ რატიანის ემოციურ და მძიმე გამოსვლას კომისიის წინაშე, მომღერალი ზურა ხაჩიძე ეხმაურება.

„მე კი ისედაც ვიცოდი და აქციებზე ბევრი მძიმე ისტორია მომისმენია, მაგრამ ცრემლის და ბრაზის გარეშე ამ ღირსეულ ქალბატონს მაინც ვერ მოვუსმინე! 

გამახსენდა რა გავიარეთ ამ მანიაკების ხელში, კიდე რომ რეჟიმი დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, რომელთა მმართველობის დროს ადამიანის ტერორი, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. მხოლოდ წარსულ მოგონებად დარჩა, მოგონებად რომელიც ადამიანთა ცხოვრებას დღემდე დამღად აქვს.

მადლობა უფალს, რომ გადავრჩით!“,- წერს ზურა ხაჩიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება, ნებისმიერ საკითხს მარტივად გადაჭრით...“ - 31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ტენდენციები ქეთი ვაწაძისგან - „ეს შეეხება პირველ რიგში მორიელებს და ზედმეტად ყურადღებით უნდა გაიარონ პერიოდი...“

🎥 „ლილიტი მორიელში სიკვდილიანობას გაზრდის, გააქტიურდება შავ-ბნელი მხარეები, რაც კავშირშია პარანოიასთან, კონტროლთან, ეჭვებთან“ - მარიამ შუკაკიძის პროგნოზი