Digest Logo

წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრებო დღეს ტრამპლინიდან ხტომაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

1785096177
გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრებო დღეს ტრამპლინიდან ხტომაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე წყალსათხილამურო სპორტის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი გრძელდება.

ტურნირის მეორე დღეს ტრამპლინიდან ხტომაში გამარჯვებული სპორტსმენები გამოვლინდნენ. მამაკაცებს შორის ჩემპიონი ლუკა რაუხენვალდი გახდა, ქალებს შორის კი - ირინა ტურეცი.

დღეს საკვალიფიკაციო ასპარეზობები მამაკაცებს შორის სლალომსა და ფიგურებში, ქალებს შორის კი სლალომში მოეწყო. ტურნირზე ასპარეზობა დაასრულეს ქართველმა სპორტსმენებმა - გენადი გურალიამ, ცოტნე ბერაიამ და გიორგი შონიამ.

ტურნირი 26 ივლისს საზეიმოდ დაიხურება. ჩემპიონატში 20 ქვეყნის 120-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

⭕„ერთგვარ კარმულ მუხრუჭად იქცევა“ - რას გვიმზადებს რეტროგრადული სატურნი ვერძში: რამაზ გიგაურის ასტროპროგოზი

🎥 „უბრალოდ გადყლარწული, ლამაზი ამოსვლა მინდოდა“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი