
გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე კოლეგებს მიმართავს.
როგორც იგი წერს, თუ პაციენტი არ ფლობს ქართულ ან ინგლისურ ენას პაციენტს ვერ მიიღებს.
როგორც მედიკოსი განმარტავს, მისთვის რთულია რუსულენოვანი პაციენტის მიღება, რადგან ენა სრულფასოვნად არ იცის, მედიცინა კი სპეციფიკური ტერმინებისგან შედგება, რომელსაც სრულფასოვანი ცოდნა სჭირდება - დასძენს იგი.
„ძვირფასო პაციენტებო, კოლეგებო.
უმორჩილესად გთხოვთ ნუ დაკარგავთ დროს ჩემთან ვიზიტში (ან პაციენტის გადმომისამართებაში) თუ პაციენტი არ ფლობს ქართულ ან ინგლისურ ენას და აწუხებს გასტროენტეროლოგიური პრობლემები.
საქმე არაა შოვინიზმში და რამე პატრიოტულ ზრახვებში, რუსული ენის გამოყენებასთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემები დიდად არ მაწუხებს, უბრალოდ ჩემი სამეტყველო რუსული შორს დგას ნორმალურისგანაც კი, ეს სფერო კი ისეთია, სადაც კონსულტაციას და ექიმთან კონტაქტს არამარტო მონაცემების შეგროვების ფუნქცია აქვს, არამედ ერთგვარი ფსიქოთერაპიისაც (სანახევროდ ფსიქიატრიაათქო ეს სფერო ტყუილად არ ვამბობ).
პაციენტის დამშვიდებას და დაწყნარებას კი ვერაფრით შევძლებ თუ ენა არ მაქვს, ჩემი მთავარი იარაღი, და თუ ამას დამატებული თავდაჯერებაც დამეკარგება იმის გამო, რომ ენის დაბორკვით მომიწევს ლაპარაკი, მასეთი ექიმი რად გინდათ?
მინდა, რომ სწორად გაიგოთ ეს.
როცა მე თვითონ არ მომწონს ის რასაც ვაკეთებ, საერთოდ არ ვაკეთებ, ასეთია ჩემი ტაქტიკა.
რუსულის გაუმჯობესებას კი ახლო და შორეულ მომავალში ნამდვილად არ ვგეგმავ.
პატივისცემით“,- წერს მედიკოსი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 ვინ უნდა მიულოცოს ნათლისღება პირველმა - ნათლიამ თუ ნათლულმა?