Digest Logo

„თუ სამყაროში სწორად გავუშვებთ ენერგიას, იმასთან დაკავშირებით თუ რა დანიშნულებით გვინდა ფული გვქონდეს, ის აუცილებლად გვექნება“ - რას ამბობს თაკო მელიქიშვილი

1731946327
თაკო მელიქიშვილი

რამდენად პრაგმატული დამოკიდებულება აქვს თაკო მელიქიშვილს ფინანსებთან, როგორ ცდილობს ფულის მოზიდვას და რაში ხარჯავს მას სიამოვნებით – ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

„ფული ნამდვილად საჭიროა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ როდესაც ძალიან ხარ ჩაციკლული, როცა ძალიან გინდა, ბევრი ფული გქონდეს, მაშინ უფრო არ გამოგდის. ზუსტად უნდა იცოდე, რისთვის გინდა ფული, რის გამო გჭირდება და სამყაროში შესაბამისი მესიჯები გაუშვა.

ვცდილობ, ფულზე ძალიან დამოკიდებული არ გავხდე. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველას გვჭირდება, მჯერა, რომ რაც უფრო მსუბუქად ვუყურებ ამ თემას, მით უფრო გეძლევა საშუალება, რომ გქონდეს. ამას ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვამბობ. თუ არ ჩაიციკლები, უფრო მარტივად მოვა.

ბოლო პერიოდში ძალიან დავინტერესდი ნუმეროლოგიით, ასტროლოგიით და ჩემს „ტიკ-ტოკ“ გვერდზე, სადაც გამომწერების რაოდენობა ძალიან მომემატა, ფინანსებთან დაკავშირებითაც ვდებ ხოლმე ინფორმაციას ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს საკუთარი კომფორტისთვის, ჯანმრთელობისთვის თუ სხვების გასახარად, სწორედ ფულია. აქედან გამომდინარე, ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ თუ სამყაროში სწორად გავუშვებთ ენერგიას, იმასთან დაკავშირებით თუ რა დანიშნულებით გვინდა ფული გვქონდეს, ის აუცილებლად გვექნება. უბრალოდ, „მილიონი მქონდეს“ არ არის სწორი გზა და სწორი ფიქრი. სამყაროს უნდა სთხოვო, რომ სწორი გზა გიჩვენოს, სადაც კომფორტულად იგრძნობ თავს და შესაძლებლობების რეალიზებას შეძლებ, რაც ფინანსურ კეთილდღეობასაც მოგიტანს.

მე ზოდიაქოთი მერწყული ვარ. საერთოდ, მერწყულები კომფორტის მოყვარული ადამიანები ვართ და ალბათ, ამიტომაცაა, რომ 14 წლის ვიყავი, პირველად რომ მუშაობა დავიწყე“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ამ საკითხზე არცერთ გადაცემაში აღარ მივალ და არცერთ ჟურნალისტს არ მივცემ ინტერვიუს“ - რას წერს თამუნა მუსერიძე

🎥 „ვამაყობ, რომ ტელევიზორი და ტელეფონი ჯერ არ იცის ჩემმა შვილმა, ვფიქრობ, თავად გაუჩნდება სურვილი დაინტერესდეს სპორტით“ - რას ამბობს ირაკლი მაქაცარია

„თავი აფრიკაში მგონია ქურციკებს რომ ვუყურებ“ - სოსო ნებიერიძის მოგზაურობა კახეთში

წყარო: tbiliselebi.ge