ამერიკაში მცხოვრები კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ქართველ ჯარისკაცებს და პოლიციელებს მიმართავს თხოვნით, რომ დღეს საზოგადოების გვერდით დადგნენ.
🔵 „ტაძრიდან ხალხის გამოყვანა რუსებსაც არ უკადრებიათ!...“ - ირაკლი ტაბლიაშვილი
ასევე, იგი მოუწოდებს მათ, დარჩნენ ადამიანებად და დაიცვან საკუთარი სამშობლოს კონსტიტუცია!
„ძვირფასო ჯარისკაცებო და პოლიციელებო!
უამრავი თქვენი კოლეგა, დღეს ნიუ იორკის და ამერიკის სხვა ქალაქების ქუჩებში ტაქსის მძღოლია.
მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთით, სიცოცხლის რისკის ფასად შემოდიან განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში, რათა შვილები გამოარიდონ შიმშილს, უსამართლობას და უპერსპექტივობას.
ეს სიგიჟე რომ დასრულდეს ქვეყანაში იმისთვის დგანან მშვიდობიანი პროტესტანტები ახლა თქვენს წინ და არ უშინდებიან თქვენგან მომავალ სასიკვდილო საფრთხეს, რათა საკუთარი და თქვენი შვილების დაცული და უსაფრთხო მომავალი გადაარჩინონ.
გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ნუ დაკარგავათ ადამიანობას და ნუ გაისვრით ხელს საკუთარი მოქალაქეების სისხლში.
თქვენ მათი დაცვა გევალებათ კანონით და არა დასისხლიანება.
ძალიან გთხოვთ, დადექით მათთან ერთად და უზრუნველყავით თქვენი შვილების ევროამერიკული პერსპექტივა, თქვენი მოხუცების ღირსეული სიბერე და პატივი ეცით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა ათწლეულების მანძილზე.
გთხოვთ, დადექით მათ გვერდით, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ თქვენ არ გიხდებოდეთ გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან და სიცოცხლის რისკის ფასად თავისუფლების კუნძულზე მოხვედრაში არ ხარჯავდეთ ახალგაზრდობის საუკეთესო, ყველაზე პროდუქტიულ წლებს.
საქართველო რომ იქცეს თავისუფლების კუნძულად ამისთვის იბრძვიან ის გოგო-ბიჭები, რომლებიც ახლა თვალებში გიყურებენ კბილებამდე შეიარაღებულებს...
სახლში ხომ უნდა დაბრუნდეთ, შვილებს როგორ მიუტანთ ამ ძალადობით მოპოვებულ ლუკმას!
გთხოვთ, დარჩით ადამიანებად და დაიცავით საკუთარი სამშობლოს კონსტიტუცია!
კონსტიტუცია გვავალდებულებს ყველას, ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის!
გთხოვთ...“,- წერს გეგეჭკორი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები