თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, რომელიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, 66 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ქაშუეთის ტაძრის ეზოში მყოფი პირები.
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ტაძრიდან ხალხის გამოყვანა რუსებსაც არ უკადრებიათ!
„ტაძრიდან ხალხის გამოყვანა იმ ავად სახსენებელი როდიონოვის რუსებსაც არ უკადრებიათ!..
მაგრამ, ახლა იმაზეც არ ვწერ, რომ ეს იანუკოვიჩი ხელისუფლება სრულ სიგიჟეებს აკეთებს!
არც იმაზე ვწერ, რომ, უკვე ხვალიდან, “დადებენ” კადრებს, როგორ მზადდებოდა, თურმე, “მოლოტოვის კოქტეილი” – მდინარაძის ბებიას დაუყარეთ ეგ საკენკი!
მოკლედ, ამაზე არ ვწერ!
დღეს მთავარი არაა ხელისუფლების განსჯაც კი! ან მისი სიავეების გახსენება!
დღეს მნიშვნელოვანია დაიმედება!
დღეს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ უიმედობაზე! დღეს ვაჩვენეთ, რომ, ჰოპლა და – ვართ!”,- წერს ტაბლიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: